E-commerce Instructor, Crypto Enthusiast, AI prompt engineer
858
Total learners
39
Reviews
About me
გამარჯობა, მე ლევან მოლაშვილი ვარ, საქართველოს ონლაინ კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი. ვარ პრაქტიკოსი ონლაინ კომერსანტი, ვვაჭრობ ამაზონზე, ეთსიზე, ასე საკუთარი საიტებით (Shopify, WordPress).
ძირითადი ყურადღება და მთელი ჩემი დრო 2023 წლიდან ხელოვნური ინტელქტისკენ არის მიზანმიმრთული. ვსწავლობ და ვარ ხელოვნური ინტელექტის ბრძანებების, ანუ ,,პრომპტების" ინჟინერი, ასევე ფრილანსერი - ვემსახურები კომპანიებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში (ძირითადად).
აკადემიურ განათლებას რაც შეეხება, ვარ მაგისტრი, გერმანიაში ფრეიბურგის უნივერსიტეტის კურსანტი. ასევე ლიცენზირებული ტრეიდერი, ექსპორტის მენეჯერი და ისრაელის ტექ ჰაბის წარმატებული კურსდამთავრებული.
ასევე მოწვეული ლექტორი საქართველოს 2 უნივერსიტეტში: BTU-სა (ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი) და SEU-ში (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი). ვასწავლიდი მაგისტრებს ელექტრონულ კომერციასა დატექნოლოგიებს. ასევე, ვატარებ კერძო ლექციებსა და სემინარებს ელექტრონულიკომერციის, ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორებში.
მადლობას გიხდით ჩემი ავტობიოგრაფიით დაინტერესებისათვის. გისურვებთ პრაქტიკული და გამოყენებადი განათლების მიღებას თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით.