მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ინტერიერის დიზაინერი და არქიტექტორი ვარ. მსურს ჩემი ცოდნა გავუზიარო ყველას, ვისაც აინტერესებს ინტერიერის დიზაინი. ჩემი მიზანია, გაგაცნოთ პრაქტიკული ტექნიკები, პროფესიული მეთოდები და პროცესები, რომ მარტივად შეძლოთ საკუთარი უნიკალური სივრცეების შექმნა. კურსებზე მიიღებთ მასალებს, რჩევებსა და ხელსაწყოებს, რომლებიც რეალურ პროექტებში მუშაობისას გამომადგებათ. მინდა, ინტერიერის დიზაინის პროფესიის დაუფლება ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის და თქვენვე შეძლოთ შექმნათ სივრცეები, რომლებიც არის ლამაზი, ფუნქციური და კომფორტული. საბოლოო ჯამში კი აქ შეძენილი ცოდნით შესაძლოა ახალ პროფესიასაც კი დაეუფლოთ.